თემა: მცნებები
1651.როგორ იკითხება ღმრთის მეორე მცნება?
იკითხება ასე: ,,არა ჰქნე თავსა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქუეყანისა: არა თაყუანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ".
1652.რა იკრძალება ღმრთის მეორე მცნებით?
იკრძალება კერპთაყვანისმცემლობა.
1653.რაში მდგომარეობს კერპთაყვანისმცემლობა?
მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ნაცვლად ღმრთის თაყვანისცემისა, ეთაყვანებიან ბუნებას ანდა თვით ადამიანის ხელით დამზადებულ საგნებსაც კი.
1654.რატომ უნდა ვცეთ თაყვანი წმიდა ხატებს და ჯვარს?
იმიტომ, რომ ისინი ღმერთს და მის წმიდანებს გვახსენებენ.
1655.რას წარმოადგენს ხატი?
ხატი არის წმიდა გამოსახულება.
1656.ითვლება თუ არა წმიდა ხატებისა და ჯვრის თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობად?
არ ითვლება იმიტომ, რომ ხატებისა და წმიდა ჯვრისადმი გამოხატული პატივისცემა ეკუთვნის მას, ვისაც ხატი ანდა ჯვარი გვაგონებს. ასე რომ, თუკი კეთილკრძალულად ვჭვრეტთ ჯვარს, მაშინ გონებით ღმერთსა და მის წმიდანებს ვეზრახებით.
განმარტება:
პავლე მოციქული სიძუნწესა და გემოთმოყვარეობასაც კერპთაყვანისმცემლობასაც უწოდებს, რამეთუ ძუნწი ღმრთის წინაშე ფულს, ხოლო გემოთმოყვარე - საკუთარ ცოდვას ანიჭებს უპირატესობას: ერთი ფულს ეთაყვანება, მეორე - საკუთარ ცოდვას.

1657.როგორ იკითხება ღმრთის მესამე მცნება?
იკითხება ასე: ,,არა მიიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა."
1658.ვინ მოიღებს ღმრთის სახელს ამაოდ (უქმად, ცუდად)?
მოიღებს ის,
1. ვინც მას უმიზეზოდ, უპატივცემულოდ ანდა რისხვით წარმოთქვამს, მაგალითად, წყევლის დროს,
2. ვინც ცოდვისთვის იფიცებს,
3. ვინც კანონის თანახმად მიღებულ ფიცს არ ასრულებს,
4. ვინც ღმრთის წინაშე დადებულ აღთქმას, შეგნებულად არღვევს,
5. ვინც ღმრთის სახელით მოყვასს წყევლის.

1659.რას ნიშნავს ფიცის დადება?
ფიცის დადება ნიშნავს ღმრთის მოხმობას, რომ მართალს ვამბობთ ან აღვასრულებთ იმას, რის პირობასაც ვდებთ.
1660.როდის არის დაშვებული ფიცის დადება?
დაშვებულია უაღრესად საპატიო მიზეზის გამო.
1661.ვინ სცოდავს ფიცით?
სცოდავს ის,
1. ვინს არასაპატიო მიზეზის გამო იფიცებს;
2. ვინც ფიცით სიცრუეს ან ისეთ რაიმეს ამოწმებს, რაშიც მტკიცედ არ არის დარწმუნებული;
3. ვინც იფიცება, რომ რაიმე ბოროტებას ჩაიდენს.
1. ვინს არასაპატიო მიზეზის გამო იფიცებს;
2. ვინც ფიცით სიცრუეს ან ისეთ რაიმეს ამოწმებს, რაშიც მტკიცედ არ არის დარწმუნებული;
3. ვინც იფიცება, რომ რაიმე ბოროტებას ჩაიდენს.
1662.რა ჰქვია ფიცს, რომლითაც სიცრუეს მოწმობენ?
ასეთ ფიცს ცრუფიცი ჰქვია.
განმარტება:
I. უფალი იესო ქრისტე შეგვაგონებს, რომ მუდამ სიმართლე ვთქვათ, რათა ფიცი აღარ დაგვჭირდეს (მთ.5,36-37).
II. პავლე მოციქული ამბობს, რომ ,,კაცთა უფროისისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მითისა დასასრულსა დასამტკიცებლად ფიცი არს" (ებ.6,16).
III. ,,უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდეს და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და სახელსა მისსა ჰფუცვიდე" (2.სჯ.6,13).
IV. ღმრთის რისხვა და სასჯელი მას, ვინც ტყუილად იფიცებს (სჯ.5,3-4).