თემა: მცნებები

1689.როგორ იკითხება ღმრთის მეშვიდე მცნება?
მეშვიდე მცნება გვაუწყებს: ,,არა იმრუშო".
1690.რა იკრძალება ღმრთის მეშვიდე მცნებით?
იკრძალება ურცხვი და გარყვნილი აზრები, სურვილები, სიტყვები და ქცევები.
1691.რა იწვევს სირცხვილის დაკარგვას?
სირცხვილს აკარგვინებს:
    1. მცონარება,
    2. ცუდი საზოგადოება,
    3. ურცხვი საუბრები, სიმღერები, ნახატები, წიგნები და უხამსი ცეკვები.
1692.რა ბრძანა ქრისტემ მორიდებულ და უმანკო ადამიანებზე?
ქრისტემ ბრძანა, რომ ისინი გულით წმინდანი არიან.
    განმარტება:
    I. უმანკოება ადამიანის სულის უძვირფასესი სამკაულია. წმიდა გულით ადამიანი უკეთ შეიცნობს ღმერთს, ვიდრე უწმინდური. ისევე, როგორც მზის სხივი ღრმად აღწევს სუფთა წყალში, ასევე ღმერთიც ღრმად აღწევს წმიდა გულში. ამიტომ ქრისტემ ბრძანა: ,,ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ.5,8).
    II.ერიდეთ მცონარებას და გულმოდგინედ იშრომეთ, რათა არ ჩავარდეთ ცთუნებაში. გახსოვდეს, რომ ,,ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან" (1კორ.6,15,19).
    III.მრავალმა ადამიანმა განიცადა დაცემა, რამეთუ განირყვნა.
    IV.გარყვნილებისთვის უფალმა წარღვნა მოუვლინა ადამიანებს და მოსრა ქალაქები სოდომი და გომორი (დაბ.6,5-24; 18,20-33; 19,1-28).
    V. საერთოდ ყოველივე, რაც საღმრთო შჯულის მიხედვით აღესრულება წმიდა არს; ხოლო ყოველი აზრი, სურვილი, სიტყვა და ხორციელი ქმედება, რომელიც საღმრთო შჯულს ეწინააღმდეგება - არაწმიდაა. პატიოსანი და საღმრთო შჯულის მიხედვით შეუღლებული ცოლ-ქმრის ხორციელი ურთიერთობა წმიდაა. მაგრამ იმ ადამიანების თანაცხოვრება, ვინც არ არის ცოლ-ქმარი, მუდამ ცოდვის თანაზიარია.
1693.როგორ იკითხება ღმრთის მერვე მცნება?
მერვე მცნება გვაუწყებს: ,,არა იპარო".
1694.რა იკრძალება მერვე მცნებით?
იკრძალება სხვისი ქონების ხელყოფა.
1695.როგორ ხელიყოფა სხვისი ქონება?
სხვისი ქონება ხელიყოფა:
    1. ქურდობით და ძარცვით,
    2. სიცრუეითა და მევახშეობით,
    3. ნათხოვარი ან ნაპოვნი ნივთების მისაკუთრებით,
    4. სამსახურებრივი მოვალეობი სშეუსრულებლობით,
    5. დამსახურებული საფასურის მიცემაზე უარის თქმით ან მისი დაკავებით.
1696.ვინ ჩადის ქურდობას?
ქურდობს ის, ვინც ძალადობს სტაცებს მოყვასს ქონებას.
1697.ვინ სჩადის სიწმიდეთ მკრეხელობას?
სჩადის ის, ვინც ითვისებს ან აზიანებს ღმრთისთვის შეწირულ ნივთებს, და ვინც კეთილკრძალულებით არ ეზიარება.
1698.ვინ სჩადის ძარცვას?
მძარცველია ის, ვინც ძალადობით სტაცებს მოყვასს ქონებას.
1699.ვინ ცრუობს?
ცრუობს ის,
    1. ვინც შეგნებულად ვაჭრობს არასწორი საზომითა და სასწორით.
    2. ვინც შეგნებულად ამზადებს ან ჰყიდის ცუდ საქონელს.
    3. ვინც ყალბ ფულს ან დოკუმენტს ამზადებს და ასეთი ფულით ან დოკუმენტებით სარგებლობს.
    4. ვინც ხრიკებს მიმართავს და ამით სხვებს ზარალს აყენებს.
1700.ვინ ეწევა მევახშეობას?
ის, ვინც მაღალ პროცენტს ითხოვს გასესხებულ ფულში ან გაუმართებელ ფასს ითხოვს საქონელში.
1701.რა უნდა მოიმოქმედოს მან, ვინც სხვის ქონებას ზიანი მიაყენა?
შეძლებისდაგვარად უნდა აუნაზღაუროს დანაკარგი.
    განმარტება:
    მეზვერე ზაქემ, რომელმაც არაპატიოსანი გზით მოიპოვა სიმდიდრე ხოლო უფალ იესო ქრისტე ხილვით შეიცნო, რომ ფრიად შესცოდა, თქვა: ,,აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი."" ქრისტემ უპასუხა: ,,დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის" (ლკ.19,8,9).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები