თემა: მცნებები
1663.როგორ იკითხება ღმრთის მეოთხე მცნება?
იკითხება ასე: ,,მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა-ჰყავ იგი; ექვს დღეს იქმოდე, და ქნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა”.
1664.რას გვიბრძანდებს ღმრთის მეოთხე მცნება?
გვიბრძანებს:
1.შრომას სადაგ დღეებში,
2.უქმე დღეებში ანუ კვირა დღეს და დღესასწაულებზე სამსახურს უფლისა ღმრთისა.

1665.მართებს თუ არა თითოეულ ადამიანს შრომა?
მართებს გარდა, მცირეწლოვან ყრმათა და სნეულთა, აგრეთვე უძლურებაში მყოფ მოხუცთა.
1666.რას წერდა მოციქული პავლე იმის შესახებ, რომ მოვალენი ვართ ვიშრომოთ?
პავლე მოციქული წერს: ,,უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ” (IIთეს.3,10).
1667.როგორ გვმართებს აღვასრულოთ შრომითი მოვალეობანი?
გვმართებს აღვასრულოთ:
1.კეთილსინდისიერად და პატიოსნად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენი უფროსები ვერ გვხედავენ;
2.სამსახურად უნდა ჩავთვალოთ ის, რასაც ჩვენგან ითხოვს უფალი.

1668.როგორ უნდა ვიუქმოთ კვირას?
კვირას უნდა ვიუქმოთ ასე:
1.გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ უნდა შევასრულოთ მძიმე სამუშაო და არც სხვა ვაიძულოთ ეს გააკეთოს;
2.კეთილკრძალულებით მივიღოთ მონაწილეობა ღმრთისმსახურებაში და არ ავარიდოთ მას თავი სიზარმაცის ანდა გართობის მიზეზით.
3.აღვასრულოთ მრავალი კეთილი საქმე, მაგალითად მოვინახულოთ ავადმყოფები, შევეწიოთ უპოვართ და მეტი ძალისხმევით შევეწიოთ ეკლესიას დამ ის მიზნებს.

1669.რატომ ვუქმობთ კვირადღეს?
ვუქმობთ უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მოხსენიებისა და განდიდებისთვის.
1670.რომელ დღეს უქმობდნენ ძველ აღთქმაში?
ძველ აღთქმაში უქმობდნენ შაბათს.
1671.რა დროიდან იწყეს ქრისტიანებმა კვირა დღეს უქმობა?
იწყეს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისთანავე.
1672.მოხსენებულია თუ არა წმიდა წერილში პირველი ქრისტიანების მიერ კვირა დღეს უქმობა?
მოხსენებულია, კერძოდ:
1.მოციქულთა საქმეებში, სადაც მითითებულია, რომ პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ ,,პურის გასატეხად”, ანუ წმიდა ზიარებისთვის შაბათის მომდევნო პირველივე დღეს, ანუ კვირა დღეს (საქ.20,7).
2.კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წმიდა პავლე მოციქული შეგვახსენებს, რომ ,,შესაწირავისა მისთვის წმიდათაისა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეცა თვის თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ” (16,1-2).
3.ეპისტოლეში კოლასელთა მიმართ იგივე წმიდა მოციქული წერს, რომ ,,ნუმცა ვინ უკუე განგვიკითხავს თქუენ გინა კერძო დღესასწაულისა თა, გინა შაბათობითა” (2,16).

1673.კვირა დღის გარდა კიდევ რომელ დღეებში უნდა ვუქმობდეთ?
უნდა ვიუქმოთ სადღესასწაულო დღეებში, ანუ ის დღეები, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და უფლის წმინდანების ცხოვრების ან ჩვენი ეკლესიის და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს მოგვაგონებს.
განმარტება:
I.არსებობს ფიზიკური და გონებრივი შრომა. ორივე თანაბრად საჭიროა და იმსახურებს პატივისცემას. ფიზიკური საქმიანობიდან კვირასა და სხვა უქმე დღეებში ნებადართულია მხოლოდ ის საქმიანობა რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეული საჭიროებისთვის, მათ შორის კვებისთვის, ან რაიმე დიდი დანაკარგების თავიდან აცილებისთვის.ეს არის, მაგალითად, საჭმლის მომზადება, შინაური ცხოვრების მიხედვა; მომკილი ხორბლის დაბინავება, ხანძრის ჩაქრობა და წყალდიდობის დროს დამხმარე სამუშაოები; მუშაობა ელექტროსადგურებსა და წყალსაცავებზე; ავადმყოფთა მიხედვა და სხვა მსგავსი საქმიანობა. კვირასა და სხვა უქმე დღეებში გონებრივი შრომა დასაშვებია მხოლოდ ღმრთისმსახურებაში.
II.არასწორია, როცა იესო ქრისტეს მორწმუნე ადამიანები უქმობენ შაბათს და არა კვირას. პირველ ქრისტიანთა მიერ კვირა დღეს უქმობა დამოწმებულია როგორც წმიდა წერილში, ასევე წმიდა გადმოცემით. წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსმა (II ასწლეული) დაწერა ქრისტიანული სარწმუნოების სამი აპოლოგია კერპთაყვანისმცემელთა თავდასხმის წინააღმდეგ, დად ა პირველმათგანში ამბობს, რომ ქრისტიანები იკრიბებიან იმ დღეს, რომელსაც კვირა დღე ჰქვია. ქრისტიანთა დევნის ერთ-ერთ უკანასკნელ ჟამს, რომის იმპერატორ დიოკლირინეს მეფობის დროს (305წ.), მიმდინარეობდა გამოკვლევა – დასმენილთაგან თუ ვინ უქმობდა კვირა დღეს იმიტომ, რომ ამის საშუალებით იგებდნენ – ვინ იყპ ქრისტიანი. ქრისტიანები დაკითხვისას პასუხობდნენ, რომ ,,კვირა დღე ქრისტიანისთვის სიხარულის დღეა. ვუქმობ ამ დღეს, რამეთუ ქრისტიანი ვარ. დაე, უწყოდნენ ამის შესახებ!” ანდა: ,,მეც ვიყავი ღმრთისმსახურებაზე კვირა დღეს და ვიყავი იქ ჩემი კეთილი ნებით.” I მსოფლიო საეკლესიო კრებაც (325წ.) მე-20 განჩინებით თავისთავად საგულისხმოდ მიიჩნევს იმას, რომ ქრისტიანები უქმობენ კვირა დღეს.

1674.როგორ იკითხება ღმრთის მეხუთე მცნება?
იკითხება ასე: ,,პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა რათა კეთილ
გეყოსშენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა”.
1675.რას გვიბრძანებს ღმრთის მეხუთე მცნება?
გვიბრძანებს:
1.პატივს ვცემდეთ და გვიყვარდეს ჩვენი მშობლები.
2.შევასრულოთ მათი მოთხოვნები, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან საღმრთო სჯულს.
3.შევეწიოთ მათ შრომაში და საჭიროებებში.
4.ვიზრუნოთ მათზე ავადმყოფობისა და მოხუცებულობის ჟამს.
5.ვილოცოთ მათთვის ამქვეყნიური ცხოვრების დროსაც და მათი აღსრულების შემდეგაც.

1676.რას მიაგებს სანაცვლოდ უფალი მშობლების პატივისმცემელ შვილებს?
მიმადლებს კურთხევას, ოჯახურ კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
1677.რა მოვალეობანი აქვთ მშობლებს შვილების მიმართ?
მშობლები მოვალენი არიან:
1.იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და უზრუნველყონ ისინი.
2.აღზარდონ ქრისტიანული ცხოვრების წესის მიხედვით, განსაკუთრებით მიაჩვიონ შრომას.
3.აჩვენონ მათ კარგი პირადი მაგალითი.
4.დაიცვან ისინი ხიბლისაგან, ცუდი ზემოქმედებისა და თვისებების შეძენისაგან.

1678.კიდევ ვის უნდა ვცეთ პატივი მშობლების გარდა?
პატივი უნდა ვცეთ:
1.სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთ, განსაკუთრებით სახელმწიფოს მეთაურს და ეპარქიის ეპისკოპოსს.
2.ჩვენს მოძღვრებს და მასწავლებლებს.
3.ნათლიებს, მეურვეებს და კეთილისმყოფელთ.
4.ჩვენ დამსაქმებელთ და უფროსსებს სამსახურში.
5.მოხუცებულთ.

1679.რატომ ვუწოდებთ მღვდლებს სულიერ მამებს?
იმიტომ, რომ მათ მივყავართ სულიერი ცხოვრებისაკენ და ჩვენი ხსნისთვის იღვწიან ისევე, როგორც ჩვენი ხორციელი მშობლები.
მინაწერი:
I.საკუთარი მშობლები არ უყვარს იმას, ვინც მათ ეურჩება, მწუხარება და ტანჯვა მოაქვს და ბოროტება სურს მათთვის, ზესთმჩენობას იჩენს მათ მიმართ, თავს არ უყადრის და ცუდად ექცევა.
II.მშობლებს ნების საწინააღმდეგოდ მოქცევა დიდ ცოდვად ითვლება, და ძველ აღთქმაში ზოგიერთი მათგანის გამო სიკვდილით სჯიდნენ (გამოს.21,17).
III.მოსამსახურენი ერთგული უნდა იყონ იმ საწარმოთა და დაწესებულებათა მიმართ, სადაც მუშაობენ; მათი ხელმძღვანელები კი მოვალენი არიან სამართლიანად და სულიერი სიკვდილისათვის.
IV.წმიდა მოციქული პავლე წერს: ,,დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებდნენ სულთა თქუენთათვის, ვითარცა-იგი სიტყუაი მისცენ; რაითა სიხარულით ამას ჰყოპდნენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა” (ებ.13,17).
V.იგივე მოციქული თავის მოწაფეს, ტიმოთეს (რომელიც ეპისკოპოსად დაადგინა) წერს: ,,მოხუცებულთა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცვედ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა – ვითარცა ძმათა, მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა – ვითარცა დატა” (Iტიმ.5,1-2).
VI.,,წინაშე პირსა მხცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა” (ლევ.19,32).
VII.ჩვენ კეთილდღეობაზე მზრუნველ ადამიანებს რომ პატივი უნდა ვცეთ, როგორ მშობლებს, ჩანს თვით ქრისტეს მაგალითზე: მართალია წმიდა იოსები არ იყო მისი მამა, მაგრამ მიუხედავად ამისა უფალი იესო ქრისტე ,,იყო დამორჩილებულ მისა” (ლკ.2,51).
VIII.წმიდა პავლე ამბობს, რომ ,,ყოველი სული ხელმწიფებისა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან” (რომ.13,1).
IX.იგივე მოციქული, თავის ეპოქის სოციალური წყობის გათვალისწინებით ამბობს, რომ ,,მონანი ერჩდით ხორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისათა, ვითარცა ქრისტესა, ნუ თუალთა წინაშე თუალებით მონებად, ვითარცა კაცთ-მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა” (ეფ.6,5-9).
X.მშობლებისადმი მუდმივი პატივისცემა მიგვიყვანს იქამდე, რომ გვეყვარება მშობლიური ჩვეულებელიც, საკუთარი ხალხიც და სამშობლოც. მარლთმადიდებელი ეკლესია აღიარებს ორ უდიდეს ფასეულობას: პირველი, ზეციური – ეს არის რელიგია, მეორე, მიწიერი – ეს არის სამშობლოს სიყვარული. ღელიგია რმერთთან და მარადისობასთან გვაერთებს, მონათესავე ადამიანთა სიყვარული ოჯახებად აერთიანებს. ადამიანი გარკვეულ ადამიანთასაზოგადოებაში იბადება, და ამიტომ ეროვნება საღმრთო განგებულებით ბოძებული საფასეა. ეს ღმრთიური საუნჯე უნდა გავაკეთილშობილოთ, შინაგანად სრულვყოთ და გარეგნულად განვამრავლოთ პირადი და ადამიანთა საერთო ძალისხმებით, რამეთუ ეროვნება ბოძებული გვაქვს როგორც ტალანტი, რომელიც უნდა ვამრავლოთ. ეროვნება, როგორც ღმრთის საბოძვერი, ფრიად ძვირფასია. თითოეული ადაიანი მოვალეა კრძალვით მოეპყრას მას. ისევე, როგორც ზნეობრივად ვართ მოვალენი პატივი მივაგოთ მშობლებს, არ გვრცხვენოდეს მათ გამო და გვიყვარდეს ისინი. ასევე, თითოეული ადამიანი ვალდებულია თავს თვლიდეს საკუთარი ერის შვილად, უყვარდეს თავისი ხალხი და იღვწოდეს მისი კეთილშობილებისთვის. შეგნებულად დანდგომა დიდ უზნეობად ითვლება, რამეტუ ეს მშობლების უარყოფის ტოლფასია და ღმრთის მიერ დადგენილ წესს არღვევს. თუ ასეთი ქმედება შეგნებული და წინასწარგანზრახულია, ის ადამიანის სულზე ისევე დამღუპველად მოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა დანაშაული. ისევე, როგორც დამნაშავენი ხდებიან კადნიერნი, ასევე განდგომილნიც ხვდებიან კადნიერნი და სასტიკნი, რათა ჩაახშონ სინდისი და შეეწყონ უსამართლობასა და სიცრუეს. შწორია ძველი ანდაზა: ,,გათურქებული თურქზე უარესიაო”. განდგომილებასთან გათანაბრებული ცოდვაა ისარგებლო მოყვასის მძიმე და გაჭირვებული მდგომარეობით და აიძულო ის გავიდეს განდგომილებაში. მარლთმადიდებელ ეკლესიას ერთნაირად დადებითი დამოკიდებულება აქვს ყველა ხალხის მიმართ. ის ყალიბდება ეროვნული ნიშნით, ღმრთისმსახურებას წარმართავს სხვადასხვა ენაზე და ერწყმის ხალხის ისტორიას, ტრადიციებს, საჭიროებებს, ტკივილებს, საზრუნავსა და სიხარულს დ აიმ ხალხის სულს, რომელიც თავს მას მიაკუთვნებს. მისთვის სრულიად მიუღებელია თვლიდეს ერთ ხალხს მეორეზე უპირატესად, რამეთუ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია თანასწორუფლებიანია და ჰქმნინ ეკლესიას, რომლის წიაღშიც ყველა ხალხი საეკლესიო ცხოვრებას დამოუკიდებლად წარმართავს. თითოეულ მარლთმადიდებელ ერთეულს (საეკლესიო თემი, მონასტერყ, ეპარქია) საკუთარი ეროვნული ხასიათი აქვს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, რამეთუ მას მტკიცე სამართლებრივი საფუძველი აქვს. მარლთმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, რომ, ვთქვათ, სერბეთის ან ბულგარეთის საეკლესიო თემი დროთა განმავლობაში შეცვლილიყო ბერძნული ან სხვა თემით, მაშინაც კი, როცა ის გარემოცული იყო უცხო ხალხებით. ხალხის ცნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული სამშობლოს ცნება. ღოგორც ყოველ ოჯახს აქვს საკუთარი საცხოვრებელი კერა, ასევე თიტოეულ ხალხს , თუ ის მომთაბარე არ არის, აქვს სამშობლო. ეს ის მიწაა, სადაც ის ცხოვრობს, რომელზეც თაობიდან თაობამდე აღასრულებს საერთო საქმეს, რომელზეც ჰქმნის ისტორიას, გამუდმებით ეზიდება ყოველდღიურ ტვისრთსა და სიძნელეს, რომელსაც ამუშავებს და ამშვენებს, სადაც ცხოვრობს და კვდება და არის მისი ძვალშესალაგი. ღოგორც სარწმუნოება და ეროვნება, ასევე სამშობლოც, ძვირფასია მარლთმადიდებელი ქრისტიანისთვის. ეს გამოსჭვივის საეკლესიო ლოცვიდან მათთვის ,,ვინც თავი გასწირა სარწმუნოებისსა და სამშობლოსათვის”. ასევე უყვარდა ქრისტეს ის ხალხი, ვის შორისაც იშვა და ის მიწა, რომელზეც ცხოვრობდა. ის ცრემლოოდა იერუსალიმის დაქცევის გამო, რამეთუ უყვარდა თავისი სამშობლო და მისი დედაქალაქი. ვისაც საკუთარი ხალხისა და საკუთარი სამშობლოს გამო რცხვენია, ის ადამიანთაგან კიცხვას იმსახურებს.
XI.ისტორია მომავალში გვიჩვენებს, რომ არავის, თვით პრიმიტიულ ხალხსაც კი, არ შეუძლია იცხოვროს სახელმწიფოებრივი მოწყობის გარეშე. ასეთი სახელმწიფოებრივი წყობის მიზანს წარმოადგენს წესრიგის დამყარება და ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს საერო ხელისუფლებას და ლოცულობს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რატა ღმერთმა უბოძოს მათ ნათელი გონება და ძალა თავიანთი მოვალეობის სწორად აღსრულებისთვის, კეთილად განეწყონ მართლმადიდებელი ადამიანების მიმართ, რათა მათ შეძლონ მშვიდად, კეთილმსახურებით და პატიოსნად იცხოვრონ თავიანთი სარწმუნოების მიხედვით.