1
2
image
image
Loading..
image

თემა: მცნებები

4. მცნებათა დანიშნულებაა, საგნებზე ფიქრი უმწიკვლო გახადოს, კითხვისა და შემეცნებისა კი - გონება არანივთიერად და არამიწიერად აქციოს. ამის შედეგად ლოცვა გონებაგაუფანტავი ხდება.
link
image

თემა: მცნებები

სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
link
 

თემა: მცნებები

27. არსებობს ნაწილობრივი მცნება და არსებობს სხვა - ყოვლისმომცველი, რადგან უფალი, ერთი მხრივ, ბრძანებს, რომ ნაწილობრივ მივუბოძოთ არასმქონეს (ლკ.3.11), მეორე მხრივ კი გვამცნებს, რომ განვეშოროთ მთელ ქონებას (ლკ.14.33).
link
image

თემა: მცნებები

79. მოწყალება სულის გულისწყრომის ნაწილს კურნავს, მარხვა - ავხორცობას აშთობს; ლოცვა გონებას წმენდს და მას ჭეშმარიტების შესაცნობლად ამზადებს, რადგან სულიერ შესაძლებლობათა მიხედვით მოგვცა უფალმა მცნებები.
link
 

თემა: მცნებები

220. ვინც წმინდა წერილის მცნებებსა და შეგონებებზე არ იზრდება , გაიდენება იგი ცხენის მათრახითა და ვირის სახრეთი (შდრ. იგავ. 26.3), ხოლო თუ ამათაც განაგდებს, მაშინ „აღვირითა და ლაგმით მოითრგუნება მისი ყბები“ (ფს. 31.9).
link
image

თემა: მცნებები

ზრახვა ცოდვილი ქმედების სიტკბოებას წარმოადგენს, შენ კი იფიქრე ღვთის მცნებებზე, რომლებიც ასეთ საქციელს გიკრძალავს, - იმ სამწუხარო შედეგებზე, სადამდეც მიჰყავს ცოდვით ხანმოკლე ტკბობას, - და ზრახვაც განგეშორება.
link
image

თემა: მცნებები

ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მცნებები

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. სწორედ მათ მინდა შევეხო საშობაო ეპისტო... იხილეთ სრულად
link
1
2
image
image