image

თემა: სულიერი მოძღვარი

658. დავემორჩილოთ თუ არა ბოროტ წინამძღვარს?
გააჩნია, რა აზრით იყენებ სიტყვა „ბოროტს“. თუ ეს სარწმუნოებას ეხება, მიატოვე ასეთი ადამიანი და გაიქეცი, – და არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ზეციდან მოვლენილი ანგელოზიც კი; ხოლო თუ ცხოვრების წესს ეხება, მაშინ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენ. მოუსმინე რას ამბობს ქრისტე: „საყდართა მოსესთა (სჯულის სწავლების კათედრაზე) დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი“. მანამდე ბევრი შესაძრწუნებელი რამ თქვა მათზე, შემდეგ კი ეს თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდენ... ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ (მათ. 23. 2–3). ანუ: ამ ადამიანებს ყველანი პატივს მიაგებენ (მათ მიცემული აქვთ სწავლების უფლება), მაგრამ ისინი არაწმიდად ცხოვრობენ. ამიტომაც თქვენ მათს ცხოვრებას კი ნუ მიბაძავთ, არამედ მათი სიტყვები ისმინეთ. ისინი ხომ თავიანთი ზნე–ჩვეულებებით ზიანს ვერავის მიაყენებენ. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებელი, რაგინდ ბოროტიც არ უნდა იყოს იგი, მაინც არ შეეცდება სხვას ბოროტი ზნე–ჩვეულებები ასწავლოს. რაც შეეხება სარწმუნოებას, აქ ბოროტება ყველასათვის თვალშისაცემი ვერ იქნება, და თვითონ მასწავლებელიც უარს არასოდეს იტყვის, ბოროტი სარწმუნოება სხვესაც გადასცეს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები