ავტორი:
წმ. ბარსანოფი ოპტინელი
თემა: ვნებები, იესოს ლოცვა
722. შეგვეწევა თუ არა იესოს ლოცვა ვნებებთან ბრძოლაში?
იესოს ლოცვა უძლიერესი იარაღია ვნებებთან საბრძოლველად. მაგალითად, ერთი ადამიანი ამაყია, მეორე სიძვის გულისთქმებს მოუცავს, სხვა კი შურისაგან იტანჯება, მაგრამ არცერთ მათგანს არ გააჩნია არანაირი ძალა, ცოდვებს რომ წინააღუდგნენ. სად მოიძიონ იგი? ერთადერთ – იესოს ლოცვაში. მტერი ყოველმხრივ ცდილობს, რომ მისგან განგვაშოროს, – რა სარგებელს ჰპოვებთ მუდამ ერთსა და იმავე სიტყვების განმეორებით, როდესაც არც გონება და არც გული მასში არ მონაწილეობს, უმჯობესია ეს ლოცვა სხვა კანონებით შცვალოთ – ჩაგვაგონებს ბოროტი სული. ნუ მოუსმენთ მას, იგი ცრუობს. განაგრძეთ იესოს ლოცვა და იგი არ დარჩება უნაყოფო.