662. რას ამბობენ წმ. მამები დარვინიზმის შესახებ?ინგისელმა ფილოსოფოსმა დარვინმა შექმნა მთელი სისტემა, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე არის ბრძოლა არსებობისათვის, ძლიერთა ბრძოლა სუსტების წინააღმდეგ, სადაც დამარცხებულები დასაღუპად არიან განწირულნი, ხოლო გამარჯვებულები ზეიმობენ. ეს მოძღვრება უკვე მხეცური ფილოსოფიის დასაწყისს წარმოადგენს.
link
 

თემა: იესოს ლოცვა

19. რა მნიშვნელობა აქვს იესოს ლოცვას?იესოს ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იგი მტკიცე საჭურველია მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. უფალმა ბრძანა: „სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ“ (მარკ. 16, 17). ეს ლოცვა ადამიანს ღვთის მარადიული საიდუმლოებების წვდომის უნარს ანიჭებს. შეასრულეთ იესოს ლოცვა ძალისაებრ თქვენისა და იგი დაგიფარავთ ყოველგვარი ბოროტებისაგან. დაიწყებთ რა იესოს ლოცვის შესრულებას, თქვენ თანდათანობით მოიპოვებთ სიმშვიდეს, სიმდაბლესა და უზაკველობას, შეიცნობთ საკუთარ ნაკლოვანებებს და აღარ მოისურვებთ მოყვასის განკითხვას, მტრებს სულგრძელად მოეპყრობით... იესოს ლოცვა – ეს არის უძლიერესი იარაღი ვნებებთან საბრძოლველად. იგი ჩვენ ქრისტესთან გვაახლოებს. წმ. ბარსანოფი ოპტინელი
link
 

თემა: ვნებები,  იესოს ლოცვა

722. შეგვეწევა თუ არა იესოს ლოცვა ვნებებთან ბრძოლაში?იესოს ლოცვა უძლიერესი იარაღია ვნებებთან საბრძოლველად. მაგალითად, ერთი ადამიანი ამაყია, მეორე სიძვის გულისთქმებს მოუცავს, სხვა კი შურისაგან იტანჯება, მაგრამ არცერთ მათგანს არ გააჩნია არანაირი ძალა, ცოდვებს რომ წინააღუდგნენ. სად მოიძიონ იგი? ერთადერთ – იესოს ლოცვაში. მტერი ყოველმხრივ ცდილობს, რომ მისგან განგვაშოროს, – რა სარგებელს ჰპოვებთ მუდამ ერთსა და იმავე სიტყვების განმეორებით, როდესაც არც გონება და არც გული მასში არ მონაწილეობს, უმჯობესია ეს ლოცვა სხვა კანონებით შცვალოთ – ჩაგვაგონებს ბოროტი სული. ნუ მოუსმენთ მას, იგი ცრუობს. განაგრძეთ იესოს ლოცვა და იგი არ დარჩება უნაყოფო.
link
 

თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა,  იესოს ლოცვა

27. იესოს ლოცვის შესრულებისას გამუდმებით გონება მეფანტება, რა სარგებელი შეიძლება მივიღო ასეთი ლოცვისაგან?სარგებელი დიდია. ამ ლოცვას მრავალი ხარისხი გააჩნია: უბრალო წარმოთქმიდან შემოქმედებით ლოცვამდე. მაგრამ ჩვენ თუნდაც უკანასკნელ საფეხურზე ვიმყოფებოდეთ, ისიც მაცოვნებელია. წარმოთქვით იესოს ლოცვა თუნდაც მხოლოდ ბაგეებით და უფალი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ.
link
 

თემა: მტერობა,  ცილისწამება

955. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ძლიერ მემტრება და მუდამ ცილს მწამებს?ერთ–ერთ პეტერბურგელ მღვდელს ერთხელ ერთი მინისტრი ეწვია და შესჩივლა: „მამაო, რა ვიღონო? მე ბევრი მტერი მყავს, რომლებიც სრულიად უმიზეზოდ ხელმწიფესთან ათასგვარ ცილს მწამებენ. მე კი მათი ცილისწამების მიზეზით თანამდებობას ვკარგავ, ხოლო თუკი თავად დავტოვებ მინისტრის თანამდებობას, ხელმწიფე ჩემი მტრების სიმართლეში დარწმუნდება და მე კი სამუდამოდ შრცხვენილი დავრჩები. მითხარით, რა ვიღონო? – ილოცეთ თქვენი მტრებისთვის, – მიუგო მოძღვარმა – არა მხოლოდ შინ, არამედ, რაც მთავარია, ეკლესიაში მოახსენიებინეთ ისინი წირვისას, კვეთის დროს. – რა სარგებელია აქედან? – გაოცდა მინისტრი. აი, ნახავთ... მანამდე კი, მერწმუნეთ, შეიყვანეთ ყველა თქვენი მაჭირვებელი მოსახსენებელში და სეფისკვერთან ერთად საკურთხეველში შეაგზავნეთ წირვის დროს. – დაარიგა მღვდელმა. გავიდა რამდენიმე კვირა, თვე. და აი, მინისტრმა კვლავ მოძღვარს მიაშურა. მან მღვდელს დაუჩოქა და მადლობა გადაუხადა. – მამაო, ნამდვილი სასწაული აღსრულდა. ჩემი ძველი მტრები არა თუ აღარ მემტერებიან, არამედ სიყვარულით მეპყრობიან. ცილისწამებათა ნაცვლად კი ჩემდამი პატივისცემას იჩენენ. ამგვარად აღასრულა ღმერთმა! და თქვენც გირჩევთ, ილოცეთ თქვენი მტრებისათვის და ისინი მეგობრებად გექცევიან. ლოცვით გამოიხსნით მათ სულებს მტერთა მახისაგან.
link
 

თემა: სახარების განმარტება

516. ვის ეხება მაცხოვრის სიტყვები: „მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის“ (მათ. 24.9)?ეს სიტყვები ეხება ყველა ქრისტიანს, იმათაც, ვინც პირველ საუკუნეებში ცხოვრობდა და იმათაც, ვინც ბოლო ჟამს იცხოვრებს.
link
 

თემა: მწუხარება

908. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ყოველი მხრიდან მწუხარებებით ვარ მოცული, სანუგეშო არაფერი გამაჩნია, თანდათან ეკარგება სიცოცხლესაც აზრი, წყვდიადი ივანებს ჩემს სულში?ასეთი მდგომარეობა არ არის სასჯელი, იგი ჯვარია, რომელიც უნდა იტყვირთოთ. მაგრამ როგორ? სად არის შეწევნა? ერთნი შემწეობას ადამიანებში ეძიებენ, სიმშვიდის მოპოვებას ამსოფლიურ ხმაურთა შორის იმედოვნებენ, მაგრამ ვერ კი პოულობენ. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად ეძიებენ. სიმშვიდე, ნათელი და ძალა ღმერთში უნდა ეძებოთ, იესოს ლოცვის მეშვეობით. როდესაც ძლიერი შეჭირვება და წყვდიადი მოიცავს შენს სულს, გაეშურე ხატების კუთხისაკენ, აანთე კანდელი, დაიჩოქე და წარმოთქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! გაიმეორეთ მრავალგზის ისე, რომ არა მხოლოდ ბაგეები წარმოთქვამდეს ამ სიტყვებს, არამედ გულიც თანაუგრძნობდეს მას. აუცილებლად შეეხება თქვენს გულსაც უტკბილესი სახელი უფლის, ხოლო დარდი, მწუხარება და წყვდიადი თანდათან განგეშორებათ და ნათელი და მშვიდი სიხარული დაივანებს სულში.
link