თემა: ცილისწამება ცილისმწამებელსა და მის მსმენელს - ორივეს ეშმაკი ჰყავს - ერთს ენაზე და მეორეს - ყურებში. link
თემა: ცილისწამება კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელსყოფდე მათ. link
თემა: ცილისწამება ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს. link
თემა: ცილისწამება თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ. link
თემა: ცილისწამება უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო. link
თემა: ცილისწამება ცილისმწამებლებს და მაშ შორის, ვინც მათ სიამოვნებით უსმენს, ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველებს შორის. link