ავტორი:
წმ. ლუკა აღმსარებელი
თემა: გული
721. რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გულს წმ. წერილის მიხედვით?
წმ. წერილი თითქმის ყოველ გვერდზე მოწმობს გულის შსახებ. მისი კითხვისას ადვილად შევამჩნევთ, რომ აქ გულს ენიჭება არა მარტო გრძნობათა ცენტრალური მნიშვნელობა, არამედ იგი აღიარებულია შემეცნების, აზრისა და სულიერი ზემოქმედების აღქმის უმნიშვნელოვანეს ორგანოდ. უფრო მეტიც: წმ. წერილის მიხედვით, გული არის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის, მაშასადამე, უმაღლესი შემეცნების ორგანო.