თემა: ვნებათაგან განთავისუფლება ბევრისათვის ტირილი ნეტარი უვნებლობის წინაპირობა გახდა. მან მოსპო ვნება და სული განწმინდა. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 34. წმინდაა ვნებათაგან თავისუფალი და დაუცხრომელი ღვთიური სიყვარულით გამხიარეულებული გული. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 40. ვნებათა უმოქმედობის ჟამს ამპარტავნობა წარმოიშობა, როცა მათი მიზეზები შეუმჩნეველია, ანდა როცა დემონები მზაკვრულად გარბიან. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 119. ვისაც სძულს ვნებები, აღმოფხვრის კიდეც მათ მიზეზებს, ხოლო ვინც ამ მიზეზებში მკვიდრობს, ვნებები ებრძვიან მას, თუნდაც რომ არ სურდეს. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 43. სათნოებანი გონებას ვნებათაგან განაშორებს, სულიერი ჭვრეტა კი -უმნიშვნელო აზრებისაგან, ხოლო წმიდა ლოცვა მას თავად ღმერთთან მიიყვანს. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 100. როცა გონება ვნებათაგან განთავისუფლდება და ჭეშმარიტების შემეცნებით განათლდება, მაშინ შეძლებს უფალთანაც ჰგიებდეს და ჯეროვნადაც ოლოცოს. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 86. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან, მაშინ ის დაუბრკოლებლად მიიწევს ჭეშმარიტების განჭვრეტისაკენ, მისი მიზანია, შეიცნოს წმინდა სამება. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება 23. ზოგი ვნებათაგან თავს იკავებს ადამიანური შიშის გამო, ზოგიც პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ზოგი თავშეკავებულობის გამო, ხოლო ზოგი ღვთის განგებით თავისუფლდება ვნებათაგან. link
თემა: ვნებათაგან განთავისუფლება მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ. link