ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საქმე
750. ვიღაცამ, რომელსაც რომელიღაც საქმეში სხვა ადამიანთან შეამხანაგება სურდა, ბერს ჰკითხა, კარგი იქნებოდა თუ არა ეს?
ამ საქმეს არც სულისთვის და არც სხეულისთვის სარგებელი არ მოაქვს, არამედ უმალ ჭირი და ამაო ფუსფუსი; რადგან მე უგუნური და წერილში გაუცნობიერებელი ვარ, ამიტომ ხალხურ ანდაზას გეტყვი: „თუ საქმეში ამხანაგი გყავს, მაშინ ბატონი გყოლია“; თუმცა, ისე მოიქეცი, როგორც გსურს. ჩვენ არ გვსურს ჩვენმა მცნებამ ვინმე რომ შეურაცხყოს. ამიტომ, საკუთარი თავი გამოსცადე, მზად ხარ კი იმისთვის, სიხარულით რომ დაითმინო ჭირი? ღმერთი იყოს ჩვენთან, ამინ.