ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დღესასწაული, საქმე
758. არის თუ არა ცოდვა კვირა დღეს რაიმეს კეთება?
ღვთის სადიდებლად თუ ვაკეთებთ, ცოდვა არაა, რამეთუ მოციქული ამბობს: „ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არა-ვის დაუმძიმოთ“ (1 თეს. 2, 9); ხოლო არაღვთისნიერი საქმეების კეთება, კვირა დღის არად ჩაგდების, მექრთამეობის თუ სხვადასხვა სახის მდაბალი გამორჩენის მიზნით - ცოდვაა. საერთოდ, კვირა დღეს, საუფლო დღესასწაულებზე და წმინდა მოციქულების ხსენების დღეებში, საქმეებისაგან გათავისუფლება და ტაძარში მისვლაა სასარგებლო, რამეთუ ამას წმინდა მოციქულთა გადმოცემა გვასწავლის.