image

თემა: დღესასწაული

922. რა დღესასწაულია მირქმა?
ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს სვიმონ მართლის მიერ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მირქმას, ანუ მიგებებას. ძველი სჯულის მიხედვით, მშობლებს პირმშო შვილი მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა მიეყვანათ და ღმრთისათვის შესაწირავი შეეწირათ. ამ დროს მდიდარს მდიდრული შესაწირავი მიჰქონდა, ღარიბს – ღარიბული – ორი მტრედი. ეს წესი იესო ქრისტეს მშობლებმაც აღასრულეს, იგი ტაძარში მიიყვანეს, ილოცეს და ღარიბთათვის დაწესებული შესაწირავი – ორი მტრედის ხუნდი შესწირეს. როდესაც მარიამი და იოსები ტაძარში შევიდნენ, მათ ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება, რომელსაც სულიწმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომ ვიდრე მაცხოვარს საკუთარი თვალით არ ნახავდა, სიკვდილის გემოს ვერ იხილავდა. მან მკლავები მოხვია ჩვილს, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები