ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საქმე
721. როდესაც მამებთან მივალ და დარჩენას მაიძულებენ, მე კი აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი, როგორ მოვიქცე?
თუ ის მამები საქმეებზე ღვთისნიერად მსჯელობენ, მაშინ სიმდაბლით უთხარი მათ: „შენდობას ვითხოვ, მე აუცილებელ საქმეზე უნდა წავიდე“ და როგორც გეტყვიან, ისე მოიქეცი. არ დამძიმდე და გრწამდეს, რომ ყველანაირ შემთხვევაში ეს შენთვის სასარგებლოა. თუ ისინი ასეთები არ არიან, ხოლო შენი საქმე გადაუდებელია, მაშინ შეწყვიტე კამათი და თავი მოუხარე, რომ წახვიდე. ხოლო, როდესაც თავის მოხრის შემდეგაც შეეცდებიან შენს დატოვებას, მაშინ უთხარი მათ: „შემინდეთ, მე ვერ შევძლებ დარჩენას“.