ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: წუთისოფლის ამაოება
603. თუ საჭიროდ მივიჩნიე, რომ ნეტარი აბბას დადგენილ ანდერძში რაღაცა შესაცვლელია, ან სავანეში რაიმე შესასწორებელია, დამრთავ ამის ნებას თუ არა?
თუ ხედავ, რომ რაიმეს შეცვლაა საჭირო, ეს ღვთის შიშით გააკეთე და არ დაეჭვდე. რაც შესწორებას მოითხოვს, შეასწორე, მაგრამ არ გადააჭარბო, არამედ საჭიროების მიხედვით იმოქმედე და არა კეთილმოწყობის მიზნით, რათა მხედველობიდან არ გამოგრჩეს ზეცაში გადასახლება, რამეთუ ამ საუკუნის შენობები, მარადიულობასთან შედარებით, სხვა არაფერია, თუ არა კარვები. თუ ხედავ, რომ აზრი რაღაცის გაკეთებას გაიძულებს, უთხარი მას: „რატომ გსურს ამის გაკეთება?“. და თუ ეს სინამდვილეში საჭიროა, მაშინ, დაე, აღსრულდეს. ხოლო თუ არაა განსაკუთრებული საჭიროება, უთხარი აზრს: „რა სარგებელს მიიღებ აქედან?“ ხორცისმიერი აზრი უბრალოდ მოიძულე და, თუ ძალიან დაგანაღვლიანა, არ უპასუხო, არამედ ღმერთს მიმართე.