ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: გულისთქმანი
948. რომელი გულისთქმების უნდა გვეშინოდეს ყველაზე მეტად?
დაიმახსოვრე ორგვარი გულისთქმის შესახებ და გეშინოდეს მათი. ერთი გეუბნება: შენ წმინდანი ხარ; მეორე – შენ ვერ ცხონდები. ორივე ისინი ბოროტი სულისაგან მომდინარეობს და არანაირი ჭეშმარიტება არ არის მათში. შენ კი ამგვარად იფიქრე: მე ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, მას უყვარს ადამიანები და მეც მომიტევებს შეცოდებებს.