image

თემა: მღვდლობა,  ღვთისმსახურთა მიმართ,  სასულიერო ხელისუფლება

823. თუ მე არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომელთაც სოფლის ეკლესიებისთვის უნდა დავასხა ხელი, მაშინ როგორ მოვიქცე?
სოფლის მესვეურთა მოწმობის თანახმად. მიენდე მათ მოწმობას, მათვე დააკისრე მათ მოწმობაზე პასუხისმგებლობა და დაასხი ხელი წარმოდგენილ პირებს. შედეგებისთვის პასუხს ისინი აგებენ, ხოლო შენ უდანაშაულო იქნები.
824. თუ სოფელს საკმარისად ჰყავს მღვდლები და მოსახლეობა სხვებზეც მიუთითებს და სურს, რომ ისინიც მღვდლები გახდნენ - მოვუსმინო ხალხს და ვაკურთხო საჭიროზე მეტი რაოდენობის ადამიანები თუ არა?

თუ ეკლესიას საკმარისი მღვდლები ჰყავს, მაშინ არეულობა რომ არ წარმოიშვას, სხვები აღარ უნდა დაადგინოთ. სადაც ისინი საკმარისად არიან, იქ იმ ხალხს, რომლებიც სხვებზე ამოწმებენ, არ უნდა მოუსმინოთ. სოფელში თუ კიდევ არის ათი ღირსეული ადამიანი და ხალხი ამოწმებს მათზე, განა ამის გამო ხელი უნდა დაასხათ მათ? არა, არამედ ყველაფერი კეთილად უნდა აღეშენებოდეს. თუ სოფლის მცხოვრებლებს სინამდვილეში სჭირდებათ სხვა მღვდელი და ვინმეზე მიუთითებენ, მაშინ ის უარზეც რომ იყოს, თქვენ უნდა დაადგინოთ ის.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები