თემა: მღვდლობა

798. რისი სახეა მღვდელმთავრის ომოფორი?
მღვდელმთავრის ომოფორი მსგავსია აარონის სამოსლისა, რომელსაც რჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ მათ, რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავს ომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესმიერ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზიდებიან თავიანთ ჯვარს, ანუ – ტანჯვა–წამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)