image

თემა: ღვთისმსახურთა მიმართ,  სასულიერო ხელისუფლება

822. სქოლასტიკოსტთა შორის ერთი მონაზონი ეძიებდა, რომ მისთვის წმინდა ქალაქ იერუსალიმის ტაძარში პრესვიტერად დაესხათ ხელი. აჰყვა რა ზოგიერთების შუამდგომლობას, ეპისკოპოსმა მის სქოლასტიკოსობას ყურადღება მიაქცია და დიაკვნად აკურთხა ის. ამის შემდეგ ეპისკოპოსს სთოხვეს, რომ პრესვიტერადაც დაესხა მისთვის ხელი. მაგრამ მან ნამოქმედარი შეინანა და შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: კარგად მოვიქეცი თუ არა, დიაკვნად რომ ვაკურთხე ის, და დავასხა ხელი პრესვიტერად თუ არა?
ბერმა უპასუხა: რაც მოხდა, ის ისევე დარჩეს. ამაზე ნუ წუხხარ, რაემთუ ღმერთი ძლიერია და მას შეუძლია თავის ნებით ძმა ჭეშმარიტების შეცნობამდე მიიყვანოს. მაგრამ, ამჟამად მოერიდე მის პრესვიტერად ხელდახმას. როცა ის ამ საქმის შესაფერის ნაყოფებს წარმოაჩენს, ღმერთი გაუწყებს ამას, რამეთუ შორს არაა ჩვენგან (საქმე მოც. 17, 27). რაც შეეხება სქოლასტიკოსის სახელს, ან თუნდაც მხოლოდ ამ ქვეყნიურ სიბრძნეს, შენ ამას ყურადღებას არ უნდა აქცევდე. რამეთუ ადამიანს თუ ზემოდან არა აქვს მიცემული სიბრძნე, მაშინ უსარგებლოა მისთვის ეს პირველი; ხოლო, თუ ერთიც აქვს და მეორეც, მაშინ ასეთი ადამიანი ნეტარია. წერილი ამბობს: „ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თვისისა ძუელი და ახალი“ (მათე 13, 52). მაშ გაფრთხილდი, რომ ყველა მხრიდან არ გარყევდეს ქარი (ეფეს. 4, 14). „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“ (1 კორ. 15, 33).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები