ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა: მოყვასთან ურთიერთობა
610. შეიძლება თუ არა მავანზე ვთქვათ: „ცუდი ფეხის კაციაო“?
ვინმესთვის იტყვით გლახა ფეხის კაციაო და მისი გზაში შეხდომა დიდათ საწყენად მიგაჩნიათ. ეს ეშმაკის სასიამოვნოა, ძმაო, მას სურს კაცის სიძულვილი ჩაგინერგოს გულში, ვინაიდგან თვითონ ეშმაკი კაცის მოძულეა, თორემ კაცის ფეხს რა შეუძლია, თვინიერ ღვთისა! როცა შენ მიეჩვევი ამგვარ რწმენას, მაშინ ეშმაკიც იმ კაცის შეხვედრის დღეს ცუდს რასმე შეგამთხვევს. მოსპე ესეცა, ძმაო, მიენდევ ღმერთსა, ესევდი მას, მხოლოდ მისი გეშინოდეს და ვერა რა გავნებს, ვინაიდგან ღმერთი შენ კერძო იქმნება.