image

თემა: სახარების განმარტება,  მშვიდობა

611. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“. (მათ. 10, 34).
ეს ასე წაიკითხე: „იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება - სიცრუეს, სიბრძნე - სისულელეს, სიკეთე - ბოროტებას, სამართალი - ძალადობას, ზნეობა - პირუტყვობას, კეთილკრძალულობა - ხრწნილობას, ღმერთი - მამონას შევარიგო. არა, მე ერთის მეორისაგან განსაცალკავებლად მახვილი მოვიტანე, რომ აღრეულობა არ იყოს.“ რით განაცალკევებ უფალო? ჭეშმარიტების მახვილით, ანუ ღვთის სიტყვის მახვილით, რაც ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგთ და მახვილი იგი სულისა, რომელ არ სისტყუა ღვთისა“ (ეფეს. 6.17). იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში 7 სასანთლეს შორის მჯდარი ძე კაცისა იხილა, რომლის პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა (იხ. გამოცხ. 1, 12–16). ბაგეთაგან გამომავალი მახვილი სხვა რა არის თუ არა ღვთის სიტყვა, სიტყვა ჭეშმარიტებისა სწორედ ეს მახვილი მოიტანა ქვეყნად იესო ქრისტემ, მოიტანა სოფლის გადასარჩენად და არა კეთილსა და ბოროტს შორის მშვიდობის ჩამოგდებისათვის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები