image

თემა: ეკლესია

837. კარგია თუ არა საეკლესიო ანგარიშების წარმოება?
თუ შენ მათ ისე აწარმოებ, როგორც საეკლესიოს, მაშინ ეს საღმრთო ანგარიშსწორებაა, რამეთუ შენ ეკლესიის ეკონომოსი ხარ და საეკლესიო ანგარიშების წარმოება მოგეთხოვება, რათა სიჭარბის დროს გლახაკები და ობლები გამოკვებო, რომელთა მამა და გამომზრდელი ღმერთია (ფსალ. 67,6) და რათა სახლები მოუწყო მათ. ხოლო, როდესაც არ გექნება სიჭარბე, შემოსავლების გაზრდაზე იზრუნე. თუ სხვაგვარად იქცევი, მაშინ საეკლესიო ანგარიშებს კი არ აწარმოებ, არამედ მხედველობაში მხოლოდ საკუთარი სარგებელი გაქვს. ასეთი ქმედების დროს ანგარიშგება ეშმაკს ესათნოება და არა ღმერთს. ყველაფერი ღვთისნიერად აკეთე და მიიღებ მისგან საზღაურს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები