ავტორი:
წმ. კვიპრიანე კართაგენელი
თემა: ეკლესია
324. ვინ გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი ეკლესიაში?
მას მერე, რაც მტერი იძლია ქრისტეს მოსვლით და მოვიდა ნათელი, განმანათლებელი წარმართთა, აღმობრწყინდა მნათობი მაცხოვნებელი, ბედნიერების მომტანი კაცთათვის, მას მერე, რაც ბოროტმა იხილა კერპები დაცარიელებული, განა შეიძლება უფრო დახვეწილი მზაკვრობისა და ცნობიერების წარმოდგენა, ვიდრე ის ახალი ტყუილი, მტერმა რომ მოიფიქრა – თვით ქრისტიანის სახელით აცდუნოს გაუფრთხილებელნი? მან გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ერთიანობა.