ავტორი:
ნეტარი იერონიმე
თემა: ეკლესია
747. როგორ აღწერდნენ ეგვიპტის ძველ მონასტრებს?
თითოეულ მონასტერს ჰყავს თავისი მამა ანუ იღუმენი, იკონომოსები, მსახურები და წინამძღვრები თითოეული საცხოვრებელი სახლისათვის, რადგანაც მონასტრის თითოეულ სახლში ორმოცზე მეტი ბერი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ წინამძღვარს ემორჩილებიან. ერთ მონასტერში კი 30–დან 40–მდე სახლი შედის; ის, ვინც პირველი მოვიდა მონასტერში, პირველი ჯდება და პირველი დგება, პირველი იწყებს ფსალმუნთა გალობას, პირველი გაიწვდის ხელს ტრაპეზზე საკვებისაკენ, პირველი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. იქ მნიშვნელობა ენიჭება არა ასაკს, არამედ ცხოვრების წესს. სენაკებში ბერებს არაფერი გააჩნიათ, გარდა ტყავისა, სარეცელის ფუნქციას რომ ასრულებს, ????????????????ორი სამოსისა მათ აქვთ აგრეთვე მესამე, დაძველებული სამოსიც, რომლითაც ძილისა და შრომისას იმოსებიან, ??????????სელის გადასაფარებელი, ორი კუნკულ–ბარტყული, თხის ტყავი, სელის სარტყელი, ფეხსაცმელი, კვერთხი – როგორც გზის თანამგზავრი. ავადმყოფები განსაკუთრებული მოვლითა და უხვი საკვებით სარგებლობენ, ჯანმრთელნი კი დიდი თავშეკავებით გამოირჩევიან... ის ძმები, რომლებიც ერთი და იმავე ხელობით არიან დაკავებულნი, ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთი წინამძღვრის ხელმძღვანელობის ქვეშ. თითოეული კვირის ბოლოს თავიანთი შრომის ნაყოფს ყოველი ძმა, მონასტრის იღუმენს წარუდგენს. აღდგომის დღეებში მონასტრის მთელი ძმობა იღუმენთან იკრიბება და ასე რომ, ვნების შვიდეულს 500–ზე მეტი ბერი ერთად აღნიშნავს.