image

თემა: ეკლესია

68. რას ამბობენ წმ. მამები იმათ შესახებ, რომლებიც არღვევენ ეკლესიიის ერთიანობას და განხეთქილება შეაქვთ მასში?
მტერმა გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, თვით ქრისტეს სახელით აცდუნოს გაუფრთხილებელნი, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ეკლესიის ერტიანობა. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უახლოვდებოდნენ ნათელს... ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან და ღამის წყვდიადში კი დაეხეტებიან. ასეთია მტრის მანქანება, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება "ანგელოსად ნათლისა" (2 კორ. 11, 14) და თავის მსახურებს ნათლის მსახურებად წარმოადგენს. ისინი კი... ტყუილს სიმართლედ აცხადებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იიმიტომ ხდება, საყვარელო ძმეობ, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრის სწავლებას. განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები