თემა: ღმრთისმშობელი

594. რა სიტყვები ეკუთვნის წმ. დიონისე არეოპაგელს ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის შესახებ?
ღმერთს დავიმოწმებ, რომ ამქვეყნად სხვა არაფერია ამ ზომამდე აღვსებული ღვთაებრივი ძალითა და მადლით, გარდა თვით ღმერთისა. არავის კაცთაგან არ ძალუძს თავისი გონებით ჩასწვდეს იმას, რაც მე ვიხილე. ვაღიარებ წინაშე ღვთისა: როცა მე შეწმ.???????????????????? მოციქულთა შორის მზესავით ბრწყინვალე იოანე ღვთისმეტყველმა მიმიყვანა წინაშე ყოვლადწმიდა ქალწულისა, ენით გამოუთქმელი გრძნობა განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივმა ელვარებამ დაიწყო ბრწყინვა და მან ჩემი სულიც ნათლით აღავსო. მე აუწერელ ნელსაცხებელთა სუნნელებას შევიგრძნობდი და ისეთის აღტაცებით ვიყავ აღსავსე, რომ ვერც ჩემი უძლური სხეული და ვერც უბადრუკი სული კიდევ დიდხანს ვეღარ აიტანდნენ ამ ნიშთა და ნაყოფთ საუკუნო ნეტარებისა და ზეციური დიდებისა. ღვთაებრივი მადლისაგან ღვთისმშობელისა გული ჩემი გაითანგა და სული ჩემი დაუძლურდა. და მაშინ, ამ საოცარ წუთებში, შენი სწავლა–დარიგება რომ არ მქონოდა გონებაში, მე მას ჭეშმარიტ ღმერთად მივიჩნევდი. ჩემთვის წარმოუდგენელია იმაზე დიდი ნეტარების წარმოდგენა, რაც მე მაშინ განვიცადე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხილვისას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები