ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა: ღმრთისმშობელი
541. რატომ განვადიდებთ ქალწულ მარიამს, როგორც ღვთისმშობელს?
ქალწულ მარიამს ჩვენ განვადიდებთ როგორც ღვთისმშობელს, ამ სიტყვის საკუთრივი და ჭეშმარიტი მნიშვნელობით, რადგან, როგორც მისგან შობილი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ასევე, ჭეშმარიტი ღმერთის მშობელიც, რომლისგანაც იგი განხორციელდა, ჭმარიტი ღვთისმშობელია... თვით სიტყვა ღმრთისა, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა უჟამოდ შობილი მამისაგან... ჩვენი ხსნისათვის შესახლდა წმიდა ქალწულ მარიამის საშოში და მისგან უცვალებელად ხორციელ–იქმნა და იშვა. მაშასადამე, წმიდა ქალწულმა უბრალო ადამიანი კი არ შვა, არამედ– ჭეშმარიტი ღმერთი, და არა უბრალოდ ღმერთი, არამედ – განხორციელებული ღმერთი.