ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვრცელეს ეყო.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, და ყოფაქცევისა.
მრთელსა შინა თვისსა სიცოცხლესა ღვთისმშობელი იქცეოდა საკვირველითა გონებითა და მხნეობითა. ორნი ესენი კეთილნი თვისებანი: გონიერება და მხნეობა მით უმეტესად იყვნენ მის შორის სანატრელნი და განასკვირვებელნი, რომელ ამასთანავე იგი იყო მშვიდი და მდაბალი.