ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ჯოჯოხეთი, სასოწარკვეთილება
გვითხარით, რა სარგებელია ჯოჯოხეთზე ფიქრისაგან?
პატერიკში ყვებიან ერთ ბერზე, რომელიც თავს ცოდვილად მიიჩნევდა. ამიტომ ყოველ დილას, როგორც კი გაიღვიძებდა, გონებით ჯოჯოხეთში ცოდვილებთან ჩადიოდა, გულში ფიქრობდა იქაურ ტანჯვა-წამებაზე, მარადიულ წუხილზე, კბილთაღრჭენაზე და სხვ. და ლოცულობდა ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად. ბერები ამას მეტნაკლებად სასარგებლო და საიმედო საქმედ მიიჩნევდნენ. ბერი სილუანი ამბობდა: "ამყოფე გონება ჯოჯოხეთში და სასო არ წაიკვეთო".