უპირველეს ყოვლისა, ქალები უფრო იოლად წარემატებიან შინაგან ლოცვაში, თავისი თავგანწირვისა და სულიერი მოძღვრისადმი მორჩილების წყალობით. მაგრამ რამდენადაც სწრაფად წარემატებიან, იმდენად იოლად ვარდებიან ხიბლში, თუკი უგუნურად და უგულისყუროდ იქცევიან
ხომ არ ფიქრობს თქვენი მეგობარი, რომ ამ სოფლის ხმაურისაგან გაქცევიტ უკვე ყველაფერი გააკეთა? იცის კი მან, რომ გული მაშინაც მშვიდადაა, როდესაც ადამიანი საკუთარი კმაყოფილებისათვის დამოუკიდებლად ცხოვრობს? ღმერთმა დაიფაროს ის ასეთი განწყობისაგან. ეს ასე იმათ ჰგონიათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ სწორ გზაზე დგანან.
ხიბლი, როდესაც მიეახლება ადამიანს, იქნება ეს აზრით, ოცნებით, დახვეწილი ცრუ წარმოდგენით, გრძნობადი თვალით დანახული რაიმე მოვლენითა თუ გრძნობადი ყურით მოსმენილი ხმით ცისქვეშეთიდან, იგი მუდამ მიეახლება კაცს არა როგორც შეუზღუდავი მბრძანებელი, არამედ, როგორც მაცდუნებელი, რომელიც მასში ეძებს თანხმობას და ამით იძენს მასზე ძალაუფლებას.
მაგრამ ხიბლს, რომელიც მრავალათვის გასაგებია მისი უკვე აშკარა გამოვლინებების დროს, უნდა ჩავწვდეთ და შევისწავლოთ: იმ ცრუ აზრებში, რომლებიც სათავეს უდებენ მთელ შემდგომ გზააბნეულობას და სავალალო სულიერ მდგომარეობას, უკვე დევს ხიბლის მთელი შენობა, მსგავსად იმისა, როგორც თესლშია ის მცენარე, რომელიც უნდა ახმოცენდეს მიწაში ჩათესვის შედგომ.
თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უეჭველად შენს გულისსიტყვაში იფიქრებ, რომ ის ხარ, რაც სინამდვილეში არ ხარ. მეტი კი რაღაა ხიბლისთვის საჭირო და ამიტომ მადლი არ რჩება
თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ!" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, მაგრამ რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია, დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უეჭველად შენს გულისსიტყვაში იფიქრებ, რომ ის ხარ, რაც სინამდვილეში არ ხარ, მეტი კი რაღაა ხიბლისთვის საჭირო და ამიტომ მადლი არ რჩება
მაცდურისაგან ერთი უმეცრული აზრია გავრცელებული: თუკი ვინმე ლოცვას ამბობს, ეშინია, ხიბლში არ ჩავარდეს, თუმცა კი სწორედ ასეთი ფიქრია ხიბლი. ვისაც სურს, დაე სცადოს. და მას შემდეგ, რაც ლოცვის მოქმედება გაგრძელდება, სამოთხე ექნება შიგნით,. ვნებებისაგან განთავისუფლდება, სხვა ადამიანად იქცევა. ხოლო თუ ამასთან ერთად უდაბნოშიცაა, ო! ო! მაშინ ხომ ვერ აღვწერ ლოცვის სიკეთეს