ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: გამოცხადებები, დემონი, ხიბლი
412. ნუთუ მაშინაც უნდა შევიძულო ისინი, როდესაც ჩვენი მეუფის, ქრისტეს სახით მეცხადებიან?
სწორედ მაშინ უფრო უნდა შეიძულო მათი ბოროტება და ხიბლი, და შეაჩვენო ისინი. ძმაო, არასოდეს მოგხიბლოს ასეთმა დემონურმა გამოცხადებებმა, რამეთუ ღვთაებრივი გამოცხადებები მხოლოდ წმინდანებს აქვთ. და მას წინ ყოველთვის გულისმიერი სიჩუმე, მშვიდობა და სულის კეთილშობილება უძღვის. მაგრამ წმინდანები როცა გამოცხადების ჭეშმარიტებას შეიცნობენ, საკუთარ თავს უღირსებად თვლიან, ხოლო ცოდვილები, იციან რა საკუთარი უღირსება, მით უმეტეს, არასოდეს არ უნდა ერწმუნონ ასეთ გამოცხადებებს.