1
2
image
image
Loading..
image

თემა: გამოცხადებები

414. აზრი მეუბნება: წმიდა ჯვრის ხილვის შემთხვევაში ამპარტავნებაში ჩავარდები, რადგან შენ ამის ღირსი არა ხარო. ეს აზრი შიშსა და ძრწოლას მგვრის.
ეს ნუ გაწუხებს, იმიტომ რომ თუ წმიდა ჯვარი სინამდვილეში გამოგეცხადა, ის გააქარწყლებ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: გამოცხადებები

აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე უფალმა ღირსი სერგი საოცარი ხილვის ღირსი გახადა.
ერთხელ, შუაღამისას, ღირსი მამა ლოცვად იდგა. მისი დასრულების შემდგომ თავის მოწაფეს, ღირს მიქაელს უთხრა:
-იფხიზლე, ძმაო, ჩვენ საოცარი გამოცხადება ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: გამოცხადებები

451. როგორ უნდა მოიქცეს მომაკვდავი, თუ მას ბოროტი სული მოჩვენებებს მოუვლენს?იდექი მყარად საკუთარი სიმწირისა და არარაობის რწმენაში. უთხარი მას მამაცი და უშიშარი გულით: „დაბრუნდი, წყეულო, შენს სიბნელეში. მე არ ვარ ღირსი ხილვებისა და გამოცხადებებისა. მე მჭირდება მხოლოდ ერთი რამ – უფალ იესო ქრისტეს უსაზღვრო გულმოწყალება და ღვთისმშობლის, მარადქალწულ მარიამისა და ყოველთა წმინდანთა ლოცვა და შეწევნა“.
link
image

თემა: გამოცხადებები

326. როგორ უნდა მივიღოთ გამოცხადებები სულთა სამყაროდან?ყველასათვის საერთო წესია, – არანაირად არ ვიქნეთ გატაცებულნი გამოცხადებებით სულთა სამყაროდან, ყოველი ამგვარი მოვლენა ჩვენთვის უმძიმეს ცდუნებად მივიჩნიოთ... ანგელოზები მხოლოდ წმინდანებს ეცხადებიან, რომელნიც ღვთიური მადლითა და ნათლით არიან განათებულნი, ადვილად განარჩევენ წმ. ანგელოზებს დემონებისაგან. როდესაც დემონები ეცხადებიან ადამიანებს, ხშირად სინათლის ანგელოზის იერს იღებენ, სჩანან მოჩვენებით დიდებაში, უფრო ადვილად რომ აცდუნონ, მოხიბლონ და დაღუპონ მრავალი სხვა – გამოუცდელნი, თვითდაჯერებულნი და ბრიყვულად ცნობისმოყვარენი. უდიდესი უბედურებაა, – შეხვიდე დემონებთან ურთიერთობაში, მიიღო შთაბეჭდილება მათგან, დაემორჩილო თუნდაც მხოლოდ მათ ერთ გავლენას, რასაც, თუ ადამიანის თავისუფალი ნებითაა მოზიდული, განსაკუთრებული ზემოქმედება გააჩნია.
link
image

თემა: გამოცხადებები

411. როდესაც ცოდვილს ხილვები აქვს, ნუთუ მან საერთოდ არ უნდა ირწმუნოს მათი ღვთისნიერება?ცოდვილს ასეთი რამ თუ ემართება, ეს აშკარად ბოროტი დემონების ძალმომრეობაა, რომლებიც მისი უგრძნობი სულის მოხიბლვას და დაღუპვას ცდილობენ. ამიტომ, საკუთარი ცოდვები და უძლურება უნდა შევიცნოთ, შიში და ძრწოლა უნდა გვიპყრობდეს და არასოდეს არ უნდა ვერწმუნოთ მათ.
link
image

თემა: გამოცხადებები

570. როგორ გვაცდუნებენ ბოროტი სულები სიზმრების მეშვეობით?პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველურად გარდასახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარ ხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, ამპარტავნული გულისთქმებით ავივსოთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცრობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა. დემონი სულია. ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება და შეიტყობს თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს ძილში ამცნობს. წინასწარ უწყებით დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ.
link
image

თემა: გამოცხადებები

412. ნუთუ მაშინაც უნდა შევიძულო ისინი, როდესაც ჩვენი მეუფის, ქრისტეს სახით მეცხადებიან?სწორედ მაშინ უფრო უნდა შეიძულო მათი ბოროტება და ხიბლი, და შეაჩვენო ისინი. ძმაო, არასოდეს მოგხიბლოს ასეთმა დემონურმა გამოცხადებებმა, რამეთუ ღვთაებრივი გამოცხადებები მხოლოდ წმინდანებს აქვთ. და მას წინ ყოველთვის გულისმიერი სიჩუმე, მშვიდობა და სულის კეთილშობილება უძღვის. მაგრამ წმინდანები როცა გამოცხადების ჭეშმარიტებას შეიცნობენ, საკუთარ თავს უღირსებად თვლიან, ხოლო ცოდვილები, იციან რა საკუთარი უღირსება, მით უმეტეს, არასოდეს არ უნდა ერწმუნონ ასეთ გამოცხადებებს.
link
 

თემა: გამოცხადებები

წმიდა თეოდოსი დიდის ( 528 წ.) მონასტერში ერთი მართლმადიდებელი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელიც თავისი გულუბრყვილობით სარწმუნოებათა განსხვავებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, თავისი სენაკიდან ხშირად გამოდიოდა და ხან ეგვიპტელთა (ეგვიპტელ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: გამოცხადებები

ერთმა კეთილმა ქრისტიანმა, სახელად დემოსმა, სიზმრად ნახა, რომ ერთ ადგილას, მიწის ქვეშ, ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს და ეკლესი... იხილეთ სრულად
link
1
2
image
image