თემა: ამპარტავნება, გამოცხადებები
ეპისკოპოსიც კი შეცდა.
ერთმა კეთილმა ქრისტიანმა, სახელად დემოსმა, სიზმრად ნახა, რომ ერთ ადგილას, მიწის ქვეშ, ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს და ეკლესია მართლაც იპოვეს.
ამ ამბავმა დემოსი გააამპარტავნა. "დემოს, შენ ღვთის რჩეული ხარ!" - ეუბნებოდა გულისთქმა.
დემოსი პროფესიით მშენებელი იყო და სამუშაოდ ათონის ვატოპედის მონასტერს ეწვია. აქ დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდა ევდოკიმეს, რომლის წმიდა ნაწილები სასწაულებრივად აღმოჩნდა მონასტრის სასაფლაოზე. მისი ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დემოსმა კი დაიჩემა, ეს წმიდანი ალბანელია, ბრტყელი თავის ქალა აქვს; ამას გარდა, გამომეცხადა და მითხრა, რომ სკიტიდანაა და ნათესავადაც მერგებაო. მამები შეშფოთდნენ და გააფრთხილეს, თუ კიდევ გამოგეცხადა, პირჯვარი გამოისახე და გაქრებაო.
სწორედ ამ დროს, ათონს ეპისკოპოსი ალექსანდრე როდოსტოტელი ეწვია. როცა ამ აზრის შემდეგ აზრი ჰკითხეს, განსაჯა და დაასკვნა, რომ დემოსის ხილვები ჭეშმარიტი იყო. ამან დემოსს ფრთები შეასხა; ისე გაამპარტავნდა, რომ სქელტანიანი წიგნიც კი დაწერა, სადაც დაუჯერებელ სასწაულებსა და ხილვებს ყვებოდა, ომსა და წმიდა კონსტანტინეს დაბრუნებას წინასწარმეტყველებდა.
-არა ეს ღვთისგან არ იქნება, ეს რაღაც სიგიჟეა; მოდი, აზრი მამა დანიელს ვკითხოთ, - თქვეს მამებმა. მათ ხელნაწერი აიღეს და კატუნაკის უდაბნოში წავიდნენ. კითხვის დაწყებისთანავე მამა დანიელი ყველაფერს მიხვდა.
-ეშმაკები ერთობიან, - უთხრა მან ბერებს. შემდეგ სასწრაფოდ დაწერა წერილი, სადაც წმიდა მამათა სწავლებასა და ცხოვრების ეპიზოდებს მოიხმობდა და ვატოპეტის მონასტერში გაგზავნა. დემოსმა ღირსი მამის პასუხი რომ გაიგო, საშინლად განრისხდა.
-როგორ ბედავს მამა დანიელი წინააღმდეგობას, როცა ჩემი ხილვების ჭეშმარიტება თვით ეპისკოპოსმა აღიარა!
მაგრამ განდეგილი ამ წერილს არ დასჯერდა და დემოსისთვის ლოცვა დაიწყო, რათა ხილვები შესწყვეტოდა. მოგვიანებით ვატოპედელმა მამებმა როგორღაც მოახერხეს და დემოსი მამა დანიელს მოჰგვარეს. ღირსმა მამამ კიდევ ერთხელ შეაგონა ცდუნებული, რამაც ამპარტავანი კიდევ უფრო განარისხა. მაგრამ მალე თავადაც დარწმუნდა ღირსი მამის სიმართლეში, რადგან "ხილვები" შეუწყდა. ალექსანდრემ კი მამა დანიელს სამადლობელი წერილი გაუგზავნა