თემა: ანგელოზი, გამოცხადებები, ერესი, მართლმადიდებლობა
ანგელოზის შეგონება.
წმიდა თეოდოსი დიდის ( 528 წ.) მონასტერში ერთი მართლმადიდებელი მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელიც თავისი გულუბრყვილობით სარწმუნოებათა განსხვავებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, თავისი სენაკიდან ხშირად გამოდიოდა და ხან ეგვიპტელთა (ეგვიპტელთა ქვეშ კოპტური მონოფიზიტური ეკლესია იგულისხმება) ეკლესიებში შედიოდა, ხან სომხებისაში და ხანაც სხვა მწვალებელთა სამლოცველოებში, სადაც მსახურებებს ყოველთვის ბოლომდე ესწრებოდა და სულ არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს მძიმე ცოდვაა. ერთხელაც ამ მოხუც ბერს ჩვენებაში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
-მარქვი, მოხუცო ბერო, როცა მოკვდები, რომელი წესი გინდა აგიგონ - ეგვიპტური, სომხური ან რომელიმე სხვა მწვალებლური თუ მართლმადიდებლური?
მოხუცმა ბერმა მიუგო:
-არ ვიცი.
მაშინ ანგელოზმა უბრძანა:
-მაშ, იფიქრე საკუთარ თავზე, მე კი სამი კვირის შემდეგ კვლავ გეწვევი და მაშინ მითხარი!
ანგელოზის გამოცხადების შემდეგ ბერი რჩევისთვის ერთ წინათგამხედ მოძღვართან მივიდა და ყოველივე აუწყა. მოძღვარი ყურადღებით დააკვირდა სტუმარს და ჰკითხა:
-კაცო, შენ უცხო სარწმუნოების ეკლესიაში ხომ არ დაიარები?
-დიახ, - მიუგო მოხუცმა ბერმა, - სადაც კი საეკლესიო მსახურებისას გალობას გავიგონებ, იქ შევდივარ და ვისმენ ხოლმე - სომხური იქნება ეს, ეგვიპტური თუ სხვა რომელიმე, - ჩემთვის სულ ერთია.
მაშინ წინათგამხედმა მოძღვარმა წამოიძახა:
-ვაგლახ შენ, ძმაო თუმცა კი თავს მართლმადიდებლად თვლი! ვაი იქნება შენს თავს ამ შენი სიარულისთვის იმათ ეკლესიებში, ვინც კრებებითა და წმინდა მამათა კანონებით განკვეთილია! საჩქაროდ გონს მოდი და როცა ანგელოზი კვლავ გეწვევა, უმალვე უთხარი: ამ წამიდან მართლმადიდებლად ყოფნა მსურს-თქო!
მართლაც, გავიდა სამი კვირა და როცა უფლის ანგელოზი კვლავ მოვიდა მოხუც ბერთან და ჰკითხა - აბა, ბერო კაცო, თუ იფიქრე საკუთარი თავის შესახებო, მან მიუგო:
-დიახ, და მსურს, მართლმადიდებელი ვიყო!
-კარგად გიქნია! - უთხრა უფლის ანგელოზმა, რამეთუ მხოლოდ ახლა იხსენი შენი სული საუკუნო ტანჯვისგან.
როგორც კი ანგელოზმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მოხუცი ბერი უმალვე აღესრულა