ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: გამოცხადებები, სიზმარი
415. გამიგონია, თუ ვინმე ერთსა და იმავე სიზმარს სამჯერ ნახავს, მაშინ ის ჭეშმარიტ სიზმრად უნდა მიიჩნიოს; ასეა თუ არა ეს, ჩემო მამაო?
არა, ეს ტყუილია. არც ასეთ სიზმარს არ უნდა ვერწმუნოთ. ის ვინც ცბიერებით ვინმეს ერთხელ გამოეცხადება, შეუძლია ეს სამჯერ და მეტჯერაც გააკეთოს. ფრთხილად იყავი, არ შეურაცხგყონ ეშმაკებმა და დაუკვირდი საკუთარ თავს, ძმაო.