ავტორი:
ნეტარი დიადოხი
თემა: სიზმარი
928. როგორც გვასწავლიან, სიზმრების არ უნდა ვირწმუნოთ, მაგრამ ხომ შეიძლება სიზმარი უფლისაგანაც იყოს?
დიდ სათნოებას შეიძენ, თუკი ჩვეულებად გექნება, არ ირწმუნო არანაირი სიზმრისეული ოცნება. რადგან ზმანება უმეტესწილად სხვა არაფერია, თუ არა გულისთქმათა კერპი, ფანტაზიის ნაყოფი ანდა დემონების დაცინვა. და თუკი ზმანებებს არ ვირწმუნებთ და ამას წესად ვაქცევთ, რაიმე უფლისგანაც რომ გვეუწყოს სიზმრად და სიფრთხილის გამო არ მივიღოთ – ღმერთი არ განგვირისხდება.