1
2
image
image
Loading..
image

თემა: სიზმარი

მღვიძარება მრისხანებას მუსრავს და სიზმართაგან ათავისუფლებს, ის მოიტანს ცრემლს, დაამდაბლებს გულს, დაიცავს გრძნობებს, საჭმელს მოანელებინებს, შემუსრავს უკეთურ სულებს, ენას ალაგმავს, და განდევნის ოცნებას.
link
image

თემა: სიზმარი

სიზმარს როდის შეიძლება დავუჯეროთ?როდესაც შენს თავს დაინახავ ჯოჯოხეთში, ის დაიჯერე, ხოლო როცა ანგელოზებთან ერთად ფრენ, არ დაიჯერო. ღვთისგანაა სიზმარი, რომელიც შენს ცოდვებზე დაგაფიქრებს
link
image

თემა: სიზმარი

უმჯობესი იქნება, თუ სიზმრებს საერთოდ არ მიაქცევთ ყურადღებას. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, კიდევაც ნიშნავდეს რაიმეს, მაგრამ, რადგან მათი სწორი ახსნა ჩვენ არ შეგვიძლია, ვარაუდები კი შეიძლება მცდარი და უსარგებლო იყოს, სჯობს, საერთოდ დ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიზმარი

571. როგორია სიზმართდამჯერე ადამიანი და ის, ვისაც სიზმრების არ სჯერა?სიზმართდამჯერე სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვისაც არანაირი სიზმრის არ სჯერა, ის ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა.
link
 

თემა: სიზმარი

4. გამოსაძიებელია, თუ როგორ აღბეჭდავენ და დასახავენ ეშმაკები ჩვენს მეწინამძღვრეს, ე.ი. გონებას, ძილის ზმანებებში, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი რამ გონებას მაშინ ემართება, როდესაც იგი ან თვალით ხედავს, ან სმენით ისმენს, ან სხვა რამ გ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიზმარი

570. როგორ გვაცდუნებენ ბოროტი სულები სიზმრების მეშვეობით?პატივმოყვარეობის დემონები სიზმრებში წინასწარმეტყველურად გარდასახებიან და თავიანთი გაიძვერობითა და მოხერხებულობით წინასწარ ხვდებიან მომავალს და გვაუწყებენ მას, რათა სიზმარში ნანახის ცხადში ახდენით განვცვიფრდეთ და თითქოსდა უკვე წინასწარმცნობელობის ნიჭის მქონენი, ამპარტავნული გულისთქმებით ავივსოთ. მათთვის, რომელნიც დემონს უჯერებენ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველია, ხოლო მათთვის, რომელნიც არად აგდებენ და ამცრობენ მას, ის ყოველთვის მატყუარაა. დემონი სულია. ამიტომ ის ხედავს იმას, რაც საჰაერო სივრცეში ხდება და შეიტყობს თუ არა, რომ ვინმე კვდება, ამის შესახებ გულუბრყვილო ადამიანებს ძილში ამცნობს. წინასწარ უწყებით დემონებმა მომავლის შესახებ არაფერი იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოსნებსაც შეეძლებოდათ თითოეული ჩვენგანისათვის მოსალოდნელი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინათ. დემონები ხშირად სინათლის ანგელოზებისა და წამებულთა იერსახეს იღებენ და სიზმრებში გვიჩვენებენ ჩვენს ურთიერთობას მათთან, ხოლო გამოღვიძებულებს სიხარულსა და ამპარტავნებაში გვძირავენ.
link
1
2
image
image