
ავტორი:
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სულიწმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა
მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სულიწმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა და განთავისუფლებულია ყოველგვარ ვნებათა ზეწოლისა და მათდამი მონობისაგან. რომელნიც მხოლოდ ღმრთიურზე ზრუნავენ და მომავალ ჯილდოსა და მისაგებელზე იზრახავენ, რომელთა ცხოვრებაც ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებაზე უფრო ამაღლებულია, არ ზრუნავენ მიწიერზე, სიმშვიდით, სიწმინდით, კაცთმოყვარებით, სიბრძნით, ზეციური მეცნიერებით და სხვა კეთილი ნაყოფებით არიან აღსავსენი, რომელთაც იქმს მათში სულიწმიდა. ვინც ასე არ ცხოვრობს, მათი სიზმრები სიცრუე და აშკარა ხიბლია.
|