ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს

მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა თავის ბოროტ ხრიკებს ოსტატურად და ცოდნით იყენებს. ამ გზით საკმაოდ ბევრი ჰყავს წარწყმედილი; მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვცნობთ მის მახეებს. თავიდან გზას სირთულე ახლავს, შემდეგ კი მას შვება, სიხარული და ცხონების დიდი სასოება ენაცვლება. „სოფლისა ზღვა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა საშინელად დამთქამს მე და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდელისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე
თემატური კითხვები
0