თემა: მართლმადიდებლობა თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო link
თემა: მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, სიწმინდე და სიკეთე - ცხოველმყოფელი მთლიანობა სიყვარულად სახელდებული. link
თემა: მართლმადიდებლობა თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში link
თემა: მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა. link
თემა: მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა ცალკეულ მეცნიერებათა განმარტება არ არის, იგი ჭეშმარიტებაა, რომლითაც მთელი სამყარო სულდგმულობს და რომელიც ხსნას ანიჭებს ყველა ქმნილებას. link
თემა: მართლმადიდებლობა შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს link
თემა: მართლმადიდებლობა ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ, მართლმადიდებლები ვზივართ, სხვა სარწმუნოების ხალხი მხარულით მიცურავს link
თემა: მართლმადიდებლობა მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც. link
თემა: მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. "შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული. link
თემა: მართლმადიდებლობა ვითარცა გემს აქვს მრავალი მოწყობილობა, აფრები და სხვა, და საჭით იმართება, ასევე იმართება ტაძარი სულიწმიდით, მისი სათნო მესაჭეები - ეკლესიის მოძღვარნი, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, მოციქულთა მემკვიდრეები არიან link