ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დემონი, სიკეთე
403. თუ აღმოჩნდა, რომ მოჩვენებითი სიკეთე დემონებისგანაა, მაშინ ამიხსენი, როგორ ავარიდო თავი შენიღბულ საშიშროებას?
სიკეთე ყოველთვის სიკეთედ უნდა მივიჩნიოთ. ხოლო თუ გამოცდის შემდეგ სიკეთე ბოროტება აღმოჩნდა, მაშინ უნდა უკუვაგდოთ ის. ისევე, როგორც ვინმეს საჭმელი დანახვისას შეიძლება კარგი ჰგონია, მაგრამ გასინჯვისას, შეიგრძნობს რა უსიამოვნო სიმწარეს, მაშინვე გადმოაფურთხებს (როგორც, მაგალითდ: ბერძნული კაკალი, ნუში ან მათი მსგავსი სხვა რამ, გემოთი კარგ ნაყოფებად ითვლება, მაგრამ თუ ადამიანი სიმწარეს ყურადღებას არ მიაქცევს და ნაყოფს შეჭამს, მაშინ მუცელს გაიმწარებს და ამაში თვითონ იქნება დამნაშავე), ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაში. თუ ადამიანი მიხვდება რომ ეშმაკისაგან შეურაცხყოფილია და იტყვის: „შემინდე მე უფალო და მეუფეო, რამეთუ მე მტერმა გამლანძღა“, მაშინ უფალიც შეუნდობს, რამეთუ მოწყალეა. ამიტომ, ჩემო საყვარელო, ისიც იცოდე, ღმერთი თავის ძალებზე მეტად არავის სცდის (1 კორ. 10, 13). მაშ, ყოველთვის ვევედროთ მას, და ის ჩვენს ჭეშმარიტ სიკეთეს მოჩვენებითისაგან განასხვავებს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.