ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: სიკეთე
732. რა უნდა იღონონ იმ ადამიანებმა, რომელთაც არ გააჩნიათ ბუნებრივი მიდრეკილება სიკეთის ქმნისადმი?
იმ ადამიანებმა კი, რომელთაც სიკეთის ქმნისადმი ბუნებრივი, თანდაყოლილი მიდრეკილება არა აქვთ, სასო არ უნდა წარიკვეთონ საკუთარი თავის გამო და უიმედო უღონობით არ უნდა ჩამოჰყარონ ხელები; მათ არ უნდა მოიძაგონ ღვთისმოყვარე და სათნო ცხოვრება, როგორადაც მიუღწეველი და შორეული არ უნდა იყოს ცხოვრება, როგორადაც მიუღწეველი და შორეული არ უნდა იყოს ამგვარი ცხოვრება მათთვის... მაგრამ იფიქრებენ რა თავიანთ ხსნაზე და ზრუნვასაც არ დააკლებენ შეძლებისდაგვარად, ისინი ან უკეთესნი შექნებიან, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, იმაზე უარესნი არ გახდებიან, რაც არიან; და ეს მცირედი სარგებელი როდია მათი სულებისათვის.