image

თემა: სამოქალახო ხელისუფლება

840. იმ ეპარქიის ზოგიერთ მოსახლეს მხედართმთავრის ჯარისკაცები ჩაგრავდნენ, რომელთაც ისინი წმინდა ეკლესიების საზღვრებიდან გაჰყავდათ. ამის გამო ქალაქის მთავრები ეპისკოპოსს ეთათბირებოდნენ, რომ მეფისთვის ეცნობებინათ ეს, მაგრამ, ამასთანავე, მხედართმთავრისაც ეშინოდათ, რათა წყენა არ მიეყენებინა მათთვის; ამიტომ დიდ ბერს ამ საკითხზე შეკითხვა გაუგზავნეს.
მან კი უპასუხა: თუ გრწამთ, რომ ღმერთი არსებობს, რომელიც ღატაკებს იწყალებს, მაშინ მამაცურად დადექით ამ საქმეში, რამეთუ ღატაკთა მწყალობელი ყველანაირად ექომაგება იმათ, ვინც მათთვის იღწვის. განა მან არ თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათე 25, 40). ფრთხილად იყავით, რათა თქვენზე არ აღსრულდეს ეს სიტყვა: „იწყეთ სულიერად, და აწ ხორციელად აღასრულებთ“ (გალ. 3, 3). ან იქნებ არ იცით, რომ ეს ღვთის საქმეა? მხოლოდ თქვენ არ ირჯებით ამ საქმისთვის, არამედ სხვანი მრავალნი თქვენთან ერთად იღწვიან თავის ლოცვებით. მაშ, იცოდეთ, თუ თქვენ ღვთის საქმეს უღალატებთ, მაშინ ღმერთიც გიღალატებთ თქვენ. ხელისუფალთაგან კი, დაე, ნურავისი შეგეშინდებათ, რამეთუ ღვთის ნებას წინ ვერავინ დაუდგება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თვით სიკვდილამდე უნდა იღვაწოთ ჭეშმარიტებისათვის. დაე, უფალი თანაგიდგეთ ბრძოლაში (ზირ. 4, 28).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები