image

თემა: ღვთის შიში

390. როგორ მივაღწიო ჩემ სასტიკ გულში ღვთის შიშის შეურყეველ დამკვიდრებას? ზოგჯერ ასეთი რამეც მემართება, როდესაც რაღაცას ვაკეთებ და საქმე არ მაქვს დასრულებული, თითქოს-და ღვთის შიშის საბაბით, გონებით სხვა საქმეზე გადავდივარ; ამიხსენი მამაო: კარგია ეს, თუ არა?
მას, ვისაც სურს საკუთარ გულში ყოველთვის ღვთის ურყევი შიში ჰქონდეს, ეს შემდეგი მაგალითიდან შეუძლია გაიაზროს (თუ როგორ მიაღწიოს ამას): როცა ვინმე სადმე წასვლას მოისურვებს, ჩექმებს იცვამს. წერილი კი ამბობს, რომ ჩექმების ჩაცმა მზადყოფნის ნიშანია (ეფეს.6,15); და ასევე დაწერილია: "განვემზადე და არა შევსძრწუნდი"(ფსალ.118,60). მაშასადამე, ვინც მოსალოდნელ საქმეს ხედავს, მან სულიერი მზადყოფნის მაგალითი ფიზიკური მზადყოფნიდან უნდა იაღოს და სულიერი ჩექმები ჩაიცვას, ანუ საკუთარი თავი ღვთის შიშისათვის უნდა შეამზადოს, და ახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთისმოშიშებით უნდა აღასრულოს. ასეთნაირად შეამზადებს რა გულს, ღმერთს უნდა მოუხმოს, რათა მან მას ეს შიში მიანიჭოს. ხოლო როდესაც ყოველგვარ საქმეში, თვალწინ ეს შიში წარმოუდგება, მაშინ ის შეუძვრელად დამკვიდრდება მის გულში. ყურედღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ გონება წინამდებარე საქმიდან სხვა რამეზე არ გადავიტანოთ და არ მოვიმიზეზოთ, თითქოს ამას ღვთის შIშIთ ვაკეთებთ; რამეთუ ასეთი გზა მცდარია, და სხვა არაფერია, თუ არა გონების გაფანტულობა და მტრის ხიბლი. ამიტომ ყოველგვარ წამოწყებაში უნდა შევეცადოთ, რომ თავიდანვე ღვთის მოშიშებით განვმტკიცდეთ; ასევე უნდა დავუახლოვდეთ წმინდა მამებს, რომელთა სახეების ყურება და საუბრები, სულთქმა და სათნო ცხოვრება, ჩვენც აღგვავსებს ღვთისნიერი ლმობიერებით; რამეთუ იაკობის ცხვრები, მუდმივად უყურებდნენ წყალში ჩაშვებულ ჯოხებს და "ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ"(დაბ.30,39). და თუ გონებაში მამათა მაგალითებს ისეთნაირად აღვიბეჭდავთ, რომ ნივთებსაც მათ მსგავსად გამოვიყენებთ, მაშინ არ დავაყოვნებთ მათსავე გზაზე შედგომას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: