ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: საშინელი სამსჯამრო, ღვთის შიში
391.ხშირად ისე ხდება, რომ როცა ღვთის შიში მახსენდება და ვიხსენებ სამსჯავროს, მაშინვე გული მილბება. როგორ მოვიქცე, რომ ეს სულ მახსოვდეს?
ასეთი გახსენების დროს, ანუ როდესაც ცნობით ან უმეცრებით შესცოდავ და გულის დარბილებას იგრძნობ, ყურადღებით იყავი, ეს ეშმაკისაგან არ იყოს, რათა უფრო მეტად არ განისაჯო. ხოლო თუ მკითხავ: როგორ განვასხვავო ჭეშმარიტი ხსოვნა ეშმაკეულისაგან, მოისმინე: როდესაც გონებაში ასეთი ხსოვნა აღგეძვრება და შენ საქმით ცდილობ გამოსწორდე, მაშინ ეს ჭეშმარიტი ხსოვნაა, რომლის მეშვეობითაც ცოდვები მოგეტევება. ხოლო როდესაც ხედავ, რომ ღვთის შიშის და სამსჯავროს გახსენების და დარბილების შემდეგ, კვლავ იმავე, ან უფრო უარეს ცოდვებში ვარდები, მაშინ დაე შენთვის ცნობილი იყოს, რომ ასეთი გახსენება მტრისგანაა და მას დემონები აღგიძრავენ შენივე სურვილის განსაკითხად. აი, შენს წინაშე ორი ცნობილი გზაა. ამრიგად, თუ გსურს რომ განკითხვის გეშინოდეს, გაექეცი ეშმაკის საქმეებს.