ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სიზარმაცე, ღვთის შიში
608. რა თვისებებს ავლენს ის ადამიანი, ვისაც არა აქვს ღვთის შიში?
ვისაც არა აქვს ღვთის შიში, მუდამ განცხრომა–განსვენებას ეძებს, ძილით ვერ ძღება და საქმისათვის წამოდგომა ეზარება, მცონარეობის ჭურჭლად იქცევა, ხორცთა ნებას იგემოვნებს და ამა სოფლის ყოველგვარ შვებას სიტკბოებით შეიწყნარებს. არ ეშინია უფლის მოსვლის, საღმრთო საქმე უმძიმს, შრომას ერიდება, მშრომელთ აძაგებს, მდაბალთ გმობს და ამპარტავანთ აქებს. თავხედთა და მზვაობართა მეგობარია.