image

თემა: ამპარტავნება

იყავ გონიერი, ძმაო ჩემო, და სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" . ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს - არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული - შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმას, რაც ბოროტია ამქვეყნად, ვინაიდან "ამპარტავნებაშია დაღუპვა და უდიდესი უწესრიგობა". ამგვარად, დაიმდაბლე თავი და შეძლებ, რომ უკვე აღარ გეშინოდეს დაცემის, რადგან უფალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება. თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება, ისე რომ, აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები