ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ამპარტავნება, სათნოებები
ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება, იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხსენიებული. ასეთი ამპარტავანი კაცი იმ მტრედს ჰგავს, რომელიც მზეზე ზის და თავისი სისუფთავითა და ჭრელი ბუმბულით ხარობს, მაგრამ, აი, მოულოდნელად მას თავსესხმის ქორი და კლავს. ასევე ის, ვინც თავისი სათნოებებით ყოყოჩობს, მაშინვე მიიტაცება გონიერი ქორის, ეშმაკის მიერ. სწორედ ამიტომ ღვთაებრივმა მამებმა ასეთი ბრძნული სიტყვები წარმოთქვეს: "ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი - თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო".