ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სათნოებები, სიმდიდრე, ცოლი
494. რა უნდა ვეძიოთ საცოლის არჩევისას?
მოდი, ერთადერთი რამ ვეძიოთ საცოლის არჩევისას – სულიერი სათნოება და ზნეკეთილობა, რათა მშვიდობითა და თანხმობით დავტკბეთ და მტკიცე სიყვარულით ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ.
495. მივაქციოთ თუ არა ყურადღება საცოლის არჩევისას მის სიმდიდრეს?
ვინც მდიდარ ცოლს ირჩევს, ის უფრო ქალბატონს ირთავს, ვიდრე ცოლს. თუკი ცოლები უამისოდაც სიამაყით სავსენი და პატივმოყვარეობისაკენ მიდრეკილნი არიან, წარმოიდგინეთ, რა აუტანლები გახდებიან თავიანთი ქმრებისთვის, როცა ყოველივეს სიმდიდრეც დაემატება. ხოლო, ვინც ქონებით უფრო თანასწორი ანდა უფრო ღარიბი ცოლი არჩია, იმან დამხმარე და თანაშემწე შეირთო და სახლში სიკეთე შეიტანა, რამეთუ ცოლს გაჭირვება ჩააგონებს, გაუფრთხილდეს ქმრის ავლადიდებას, დაუჯეროს და დაემორჩილოს მას... მაშ, ნუ შევეცდებით ფულის მოხვეჭას, არამედ მშვიდობასა და ერთსულოვნებას მიველტვოდეთ.