ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი უნდა იყოს ზნეობრივი, რაც გულისხმობს ურთიერთშორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით სავსე სულიერ დამოკიდებულებას, მოვალეობის გრძნობას საკუთარი თავის, მეუღლის, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე.
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქაც მეუღლე უნდა იყოს ჭეშმარიტი მეუღლე, ესე იგი შემწე ქმრისა თვისისა.
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მისის უღელის გაწევაზე, ესე იგი ყოველი ცხოვრების, საქმის და მოვალეობის აღსრულებაზე.